ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: ოპოზიცია ბაკურიანში იყო შეკრებილი, რევოლუციური გეგმები დასახეს

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია “ლელო” ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხელისუფლების დამხობის სტრატეგიაზე მუშაობს და აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობას არ აპირებს.

“პარტია “ლელო“ თავის სტრატეგიაზე ბაკურიანში მუშაობდა. ეს ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგია იყო. ეს ადამიანები [ოპოზიცია] ბაკურიანში იყვნენ შეკრებილები, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ და გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ. შესაბამისად, ამ კითხვარის შევსებისას მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებ”, – “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

იტვირთბა....