ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინი: უკრაინაში ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, თუ რამდენად ღრმად გაიზარდა ნეონაცისტური იდეები უკრაინაში.

“ეს აშკარა ფაქტია. ნეო-ნაციზმი, სამწუხაროდ, ჩვენთან ახლოს მყოფ საკმაოდ დიდ ქვეყანაში (უკრაინაში) ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა. ეს აშკარაა: ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო, მხოლოდ დროის საკითხია”, – აცხადებს პუტინი.

პუტინმა აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევაში, რუსეთის ფედერაცია ეხმარება დონბასის მოსახლეობას და, მეორე მხრივ, „ზომებს იღებს თავად რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

“ცხადია, სხვა გზა არ გვქონდა, ეს ასეა.მიზნები აბსოლუტურად გასაგებია, ისინი კეთილშობილურია”, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

როგორც ის აცხადებს, რუსეთის მიზანია დაეხმარონ დონბასელ ხალხს.

„მთავარი მიზანია დავეხმაროთ დონბასელ ხალხს, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ. მათ აიძულეს ამის გაკეთება, კიევის ხელისუფლებამ, დასავლეთის მხრიდან უბიძგა, უარი ეთქვათ მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტას. დონბასში“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს.

იტვირთბა....