ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“როდის დაიწყება დონბასზე თავდასხმა” – ბრიტანეთის დაზვერვა მონაცემებს აქვეყნებს

აპრილის ბოლომდე აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები მხოლოდ გაძლიერდება. რუსეთი ძალისხმევის ფოკუსირებას დონეცკსა და ლუგანსკში გააგრძელებს, – ამას მოწმობს ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები , რომელიც 12 აპრილის დილით გამოქვეყნდა.

უკრაინული მედია დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრძოლები იქნება ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებშიც.

დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღმოსავლეთში ბრძოლები გაძლიერდება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ცნობილია, რომ რუსეთი აგრძელებს დონბასის რეგიონში საბრძოლო პერსონალისა და ტექნიკის ინტენსიურად დაგროვებას.

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბელარუსის ტერიტორია, რადგან დაზვერვის თანახმად, სწორედ აქედან გადაიყვანეს ჯარები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს.

იტვირთბა....