ეს ამბავი მოქალაქე გ. გიორგაძემ მოგვითხრო: “ღმერთი ბავშვობიდან მწამდა. დავდიოდი ტაძარში, მაგრამ ჩემს მშობლებს არც ღვთის,არც მღვდლის სწამდათ, მე კი ვილტვოდი უფლისკენ, რათა სხვებთან ერთად მეც ვზიარებოდი მარადიულ სასუფეველს.
ერთხელ მე-5 კლასში ვიქნებოდი, ჩემი მეგობრის მამამ ჯვარი გამიკეთა და მაჩუქა. მას შემდეგ თითქოს ბოროტმა შემიპყრო. სულ უხასიათოდ ვიყავი, ყველაფერს უხალუსოდ ვაკეთებდი, ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა, სიცოცხლს შემძულდა. თუ შინ ვინმე გამაბრაზებდა, სახლიდან მივდიოდი, უკაცრიელ ადგილას დავჯდებოდი და მარტოობით ვიოხებდი გულს. ერთხელ თავის მოკვლაც დავაპირე, მაგრამ ცათა სასუფევლის დაკარგვისა შემეშინდა. ჯვარი ყელზე მეკიდა,მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ლოდი მედო მკერდზე. წავედი მოძღვართან და მოვუყევი ჩემი გასაჭირის შესახებ. ჩემდა გასაკვირად მამომ მაშინვე მკითხა, მქონდა თუ არა ჯვარი ნაკურთხი და მირჩია, მაშინვე გვეკურხებინა, ასეც მოვიქეცი. მომენტალური შვება ვიგრძენი, ის უცნაური აზრები თავიდან ამომივარდა, ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე.
თუ ვინმეს ჯვარი არ გაქვთ ნაკურთხი, ან საერთოდ არ აქვს ჯვარი, ვურჩევ, ჩემი ამბავი გაითვალისწინოს. ჯვარი ყველა ქრისტიანმა უნდა ატაროს და თანამგზავრად გაიხადოს.”
წყარო: timepress.net