ახალი ამბები პოლიტიკა

გერმანია ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არაკანონიერად მიიჩნევს

არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

“ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც გაიმართა 10 აპრილს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს “არჩევნები” და მისი შედეგი არაკანონიერია, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....