ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთის პატრიარქი: უფალი დაგვეხმაროს გავერთიანდეთ ხელისუფლების გარშემო

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილმა საკვირაო ქადაგებაზე ხალხს ხელისუფლების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

მედია წერს, რომ პატრიარქი კირილი ადრეც აკეთებდა მსგავს განცხადებებს, იცავდა მოსკოვის ქმედებებს უკრაინაში და განიხილავდა ომს, როგორც დასავლური ლიბერალური კულტურის წინააღმდეგ საყრდენს, რომელსაც ის დეკადენტურად თვლის.

„უფალი დაგვეხმაროს, გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის ამ რთულ დროს, მათ შორის ხელისუფლების გარშემო. დაე, ხელისუფლება აღივსოს თავისი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით, თავმდაბლობით და მზადყოფნით ემსახუროს მათ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....