ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობა გააფორმა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის შეთანხმებას ევროკავშირთან.

მისი განცხადებით, ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას.

“მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროკავშირთან.

ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას. საშუალებას მისცემს ერთობლივად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, გავხადოთ ჩვენი ჩართულობა უფრო ეფექტური და შევისწავლოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები”, – წერს ბორელი.

მანამდე ბორელი მოლდოვის პრემიერმინისტრს შეხვდა და დაწერა, რომ მიესალმება რეფორმების პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

იტვირთბა....