ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინა ომში რუსეთის მთავარ სტრატეგიას ასახელებს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ომში რუსეთის მთავარ სტრატეგიას ასახელებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ გაავრცელა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსული არმიის მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული ობიექტებია. მოსკოვს ძალიან სურს, რომ უკრაინა არ განვითარდეს და რუსეთის ფედერაციასთან გამკლავება ვეღარ შეძლოს.

დენისენკო აღნიშნავს, რომ რუსეთმა სამხედრო ძალების უმეტესი ნაწილი დონბასში განათავსა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 10 აპრილის ღამე რამდენიმე რაიონში რთული იყო.

ძლიერი დაბომბვა მიმდინარეობდა:

  • მიკოლაივის რეგიონში;
  • ხარკოვის რეგიონში;
  • დნეპროპეტროვსკის რეგიონში.

“მთავარი მიზანია უკრაინის დეინდუსტრიალიზაციისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონებზე მუდმივი სარაკეტო დარტყმები და საჰაერო თავდასხმები დემორალიზაციის მეთოდია და მოსახლეობაში პანიკის დათესვის მცდელობაა’, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....