ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

RSF-ის კვლევა: საქართველო მედიის თავისუფლების რეიტინგში 26 პოზიციით დაქვეითდა

საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) მედიის თავისუფლების ინდექსის შესახებ შედგენილი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველო 26 ადგილით დაქვეითდა და 77-დან 103-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ანგარიშის ქვეთავში, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას ეხება, ინდექსის გაუარესების კონტექსტში ხაზგასმულად არის ნახსენები საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი. ინტერაქციულ რუკაზე კი საქართველოს გასწვრივ სტატუსი Difficult (რთული) წერია.

“საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, უახლოვდება მოსკოვს და თავისუფალ მედიასთან მიმართებაში შესამჩნევად უფრო მტრულ პოლიტიკას ატარებს”. – წერია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ რეგიონში მოულოდნელი პროგრესი აქვს უკრაინას, რომელიც 18 პოზიციით წინ წაიწია და ამჟამად 61-ე ადგილზეა.

იტვირთბა....