ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა ორი ქართველის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
“დღეს კიდევ ორმა ქართველმა გმირმა მებრძოლმა დაგვტოვა ორკებთან ბრძოლაში. ხუთი მეომარი დაჭრილია. გმირები არ კვდებიან, დიდება გმირებს!”, – წერს ქაცარავა.
მანამდე, თანამებრძოლების დაღუპვის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმაც გაავრცელა ცნობა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ქართველი მებრძოლები იყვნენ თუ არა ისინი.
შეგახსენებთ, მანამდე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი შეეწირნენ.
ამავე თემაზე: უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანის ვინაობა, უკვე ცნობილია.