საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინიდან კიდევ ორი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც ის Facebook-ზე წერს, ასევე დაჭრილია მათი ხუთი თანამებრძოლი.
“9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა”, – წერს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილს არ დაუკონკრეტებია, ქართველები არიან თუ არა მებრძოლები, რომლებიც დაიღუპნენ და დაიჭრნენ.
ცნობისთვის, მანამდე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი შეეწირნენ.