ახალი ამბები მთავარი საზოგადოება უკრაინის ომი

უკრაინაში დაღუპული ერთ-ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანის ვინაობა, უკვე ცნობილია. დავით მენაბდიშვილი იზუმის მახლობლად  რუსი ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლა. ის სამხედრო იყო და მუხროვანის ბატალიონში მსახურობდა.

გარდაცვლილის მეგობრებმა გაავრცელეს ბოლო ვიდეომიმართვა, რომელიც დავით მენაბდიშვილმა დავალებაზე გასვლამდე, თანამებრძოლებთან ერთად ჩაწერა.

“შემართებით ვართ. მოტივაცია გვაქვს ქართული, უკრაინული. ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით და ვეხმარებოდით უკრაინელ ხალხს საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. გავიმარჯვებთ, უკრაინა გაიმარჯვებს და საქართველო გაიმარჯვებს”, – ამბობს ის ვიდეოში.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ორი ქართველი ემსხვერპლა, ხუთი მებრძოლი კი დაიჭრა.

მანამდე, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი შეეწირნენ.

 

იტვირთბა....