საზოგადოება

ფსიქოლოგები: რაში იტყუებიან ყველაზე ხშირად მამაკაცები

ცნობილია, რომ ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია საუბრის წარმართვა 10 წუთზე მეტხანს ტყუილის გარეშე. ამასთან, თურმე მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად იტყუებიან, ვიდრე ქალები. იტყუებიან სერიოზულ თემებზე, თუ უბრალოდ წვრილმანებზე საუბრისას.

და მაინც, რის შესახებ იტყუებიან ყველაზე ხშირად მამაკაცები?

1. ასაკი
როგოც წესი, თვლიან, რომ ასაკს ქალები მალავენ. მაგრამ, როგოც ჩანს, ძლიერი სქესის წარმომადგენლებიც არანაკლებ იტყუებიან ამ საკითზე: იმატებენ ან იკლებენ წლებს სიტუაციიდან გამომდინარე.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასაკის საკითხი მამაკაცებს უფრო აღელვებთ, ვიდრე ქალებს. ტყუილად კი არა არის, რომ “საშუალო ასაკის კრიზისზე” საუბრისას სწორედ მამაკაცები ჰყავთ მხდეველობაში.

2. რამდენი ქალი ჰყავდათ?
ცნობილი ფაქტია, რომ სექსუალური პარტნიორები ს რაოდენობის შესახებ რეალური სურათის მისაღებად რიცხვი, რომელსაც ქალები ასახელებენ, 4-ზე უნდა გაამრავლოთ, ხოლო მამაკაცების მიერ დასახელებული რიცხვი 4-ზე უნდა გაყოთ.

მამაკაცები წარსული სექსუალური პარტნიორებისა თუ საყვარლების რიცხვს უმეტესწილად ზრდიან, რათა ქალის თვალში უფრო სექსუალური, გამოცდილი და მამაკაცური გამოჩნდნენ.

3. ჭეშმარიტი გრძნობები
უძველეს დროიდან ითვლება, რომ მამაკაცები არ ტირიან და თითქმის არ საუბრობენ საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ სურთ სხვების თვალში ძლიერებად გამოჩნდნენ.

სწორედ ამ მიზეზის გამო მამაკაცები ხშირად არ მიდიან ფსიქოლოგთან. ხშირ შემთხვევაში მათთვის უფრო იოლია თქვან, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, ვიდრე გაიხსნან და საკუთარი განცდები და ემოციები სხვას გაანდონ.

4. უპასუხო სატელეფონი ზარები
ქალი ურეკავს, კაცი კი არ პასუხობს… გახსოვდეთ, რაც არ უნდა გითხრათ, როგორადაც არ უნდა იმართლოს თავი, სტატისტიკა ამტკიცებს, რომ უპასუხო ზარის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მამაკაცს მოცემულ მომენტში არ სურს თქვენთან საუბარი და საკუთარი ადგილმდებარეობის გამხელა.

თუმცა სჯობს ვიყოთ სამართლიანები და აღვნიშნოთ, რომ ეს ხერხი არც ქალებისთვისაა უცხო და შესაძლოა, ისინი მამაკაცებზე მეტადაც კი იყენებდნენ მას.

5. შემოსავალი
მამაკაცმა შეიძლება ტყუილი გითხრათ

საკუთარი შემოსავლის შესახებ სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ მიზეზებიდან მთავარია თანამოსაუბრე ქალის მატერიალური მდგომარეობა. თუ ქალი ფინანსურად წარმატებულია, მამაკაცმა შესაძლოა საუბრისას “გაზარდოს” საკუთარი შემოსავლის მაჩვენებელი, რათა “არ ჩამორჩეს” ქალს.

ტყუილის მიზეზად შეიძლება ასევე იქცეს მამაკაცის საკუთარ თავში დაურწმუნებლობა ან მისი ტრაბახა ხასიათი.

თუმცა არის სიტუაციები, როცა მამაკაცები გამიზნულად “ამცირებენ” შემოსავლის მაჩვენებელს ან საერთოდ თავს არიდებენ ამ საკითხზე ლაპარაკს და თვლიან, რომ მათი ფულადი შემოსავლის რაოდენობა მათივე პირადი საქმეა.

6. ქალის გარეგნობა
თუ ქალის მიერ საკუთარი გარეგნობის შესახებ დასმულ შეკითხვებზე მამაკაცი არც თუ ისე გულწრფელად პასუხობს და ზოგჯერ იტყუება კიდეც, ამის იზეზი ქალმა საკუთარ თავშივე უნდა ეძებოს.

შესაძლოა ოდესღაც ამგვარ შეკითხვაზე მან გულწრფელად გიპასუხათ, რასაც თქვენი მხრიდან ცუდი რეაქცია ან საერთოდაც ტირილი მოჰყვა.

ქალს უნდა ესმოდეს, რომ გულწრფელ პასუხზე ამგვარი რეაგირება მის მამაკაცს სრულიად დაუკარგავს გულწრფელობის ხალისს.

თუ გსურთ, რომ თქვენმა რჩეულმა მართლა გულწრფელად გესაუბროთ, უნდა შეეცადოთ არ გაბრაზდეთ მის ამ გულწრფელობაზე.

წყარო: dainteresdit.ge

იტვირთბა....