ვიდეო მსოფლიო საზოგადოება

რა ემოციებით იღვიძებს ბიჭუნა გულის გადანერგვის შემდეგ (ვიდეო)

15 წლის ტრევორ სულივანს გული გადაუნერგეს. „მეტრონომი“ ახალი გულით ბიჭუნას პირველ ემოციების ამსახველ ვიდეოს გთავაზობთ.

ვიდეოს CNN ავრცელებს, სადაც აღბეჭდილია ტრევორის რეაქცია გულის გადანერგვის შემდეგ. ვიდეოფირზე თავისი შვილის ემოცია მამამისმა დააფიქსირა.

ტრევორ სულივანი შეუძლოდ 2014 წელს გახდა. ოჯახს თავიდან ეგონა, რომ ეს გაციება იყო, მაგრამ მოგვიანებით ექიმებმა უთხრეს, რომ მას გულის უკმარისობა აწუხებდა. ოჯახმა ახალი გულის ძებნა დაიწყო. 2015 წელს მათ გადასანერგ გულს მიაგნეს. ოპერაციის შემდეგ ტრევორის მამამ გადაიღო მომენტი, როდესაც მისმა შვილმა ახალი გულით გამოიღვიძა.

ემოციურ კადრებში ჩანს ტრევორი ოპერაციის შემდეგ, ახალი გულით, რომელიც ამბობს, რომ ის ბედნიერია, მას სუნთქვა შეუძლია და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

ტრევორი კვლავ მკურნალობს, თუმცა, მას თავის ახალ გულთან დაკავშირებით გართულებები არ აქვს. მისი ოჯახი აგრძელებს ორგანოების შემოწირულობას ხელი შეუწყოს.

იტვირთბა....