ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ უკრაინისთვის “სტინგერების“, “ჯაველინების”, კამიკაძე-დრონების და სხვა თავდაცვითი სისტემების პარტიის გაგზავნას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პენტაგონმა იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც უკრაინამ უკვე მიიღო, ანაც ქვეყანაში ახლო მომავალში გაიგზავნება:
- 1400-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “სტინგერი“
- 5000-ზე მეტი “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სისტემები
- 7000-ზე მეტი სხვა სახის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.
- ასობით ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი SwitchBlade
- ოთხი ანტისაარტილერიო და უპილოტო საჰაერო სისტემების თვალყურის დევნებისთვის რადარი
- ოთხი ნაღმტყორცნების სააწინააღმდეგო სარადარო სისტემა
- მაღალი მობილურობის დაჯავშნილი მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანები
- 50 მილიონზე მეტი ვაზნა
- 45 ათასი ჯავშანი და ჩაფხუტი
- სარაკეტო სისტემები ლაზერული ხელმძღვანელობით
- Puma-ს უპილოტო საჰაერო სისტემები
- ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების და საკომუნიკაციო სისტემები, ოპტიკა
- ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების სისტემები და ოპტიკური აპარატურა
- სატელიტური გამოსახულების კომერციული მომსახურება
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარი გამოყო.