ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ბელარუსში რუსმა ჯარისკაცებმა სტუდენტი გოგონა გააუპატიურეს – მედია

ბელარუსის ტერიტორიაზე, გომელის რაიონის ქალაქ მოზირში რუსმა ოკუპანტებმა სტუდენტი გოგონა გააუპატიურეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დაზარალებული გოგონას ვიდეო-მიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, 20 წლის გოგონა საღამოს სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა ხელი სტაცეს და მანქანაში ჩასვეს.

“მათ მითხრეს, რომ თუ ვიყვირებდი მომკლავდნენ, თმაში მტაცეს ხელი და მთელი გზა ასე ვიყავი”, – იხსენებს გოგონა.

მისი თქმით, მანქანაში 3 რუსი ჯარისკაცი იყო.

“ვეხვეწებოდი გამიშვით მეთქი, ისინი კი იცინოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ნებით თუ არ გინდა ჩვენი გაცნობა, ძალით გაგაცნობთ თავსო. ყველას ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა. მათ გამაუპატიურეს”, – ამბობს ის.

ცნობილი ხდება, რომ ოკუპანტებმა გოგონას საყურეები და ფული წაართვეს.

“გოგონას პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან ოკუპანტებმა ნახეს მისი პირადობა და ჩივილის შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრნენ”, – წერს მედია.

 

იტვირთბა....