[su_quote]როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი – უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე. თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვერავითარ წყაროს და მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ. ამას მარტივი მიზეზი აქვს – ეს არის აბსურდი. უკრაინიდან კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ შემოვიდა. როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, შეგიძლიათ მოიკითხოთ[/su_quote]
ასე გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.