ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

კულება: საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან მუშაობას მოუთმენლად ველი

საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან მუშაობას მოუთმენლად ველი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერის სრული იმედი აქვს.

“საქართველოს ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მუშაობას მოუთმენლად ველი, რათა უფრო გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოს შორის. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერის სრული იმედი გვაქვს”, – წერს კულება Twitter-ზე.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, დავით ზალკალიანის ნაცვლად ილია დარჩიაშვილი დაიკავებს.

იტვირთბა....