ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ნადიმ ხმალაძე: რუსებმა დაგვიტოვეს ქიმიური ნივთიერება, რომლისგანაც 7 კაცი მოვიწამლეთ

რუსებმა დაგვიტოვეს ქიმიური ნივთიერება, რომლისგანაც მოვიწამლეთ 7 კაცი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლმა, ნადიმ ხმალაძემ ტელეკომპანია “მთავართან” ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ენით აღუწერელი, საშინელი კვალი დატოვეს რუსებმა, ადამიანები დახოცილი ჰყავთ სარდაფებში, ხელებშეკრული, ადამიანები ქუჩაში ყრიან.

“ორი დღის წინ ვიყავით გოსტომელის გაწმენდაზე, სადაც რუსებმა დაგვიტოვეს ე.წ. სიურპრიზი, საჩუქარი, ქიმიური ნივთიერება, რომლისგანაც მოვიწამლეთ 7 კაცი. სიმპტომები გვქონდა შესაბამისი, რაც ქიმიურ მოწამვლას მოყვება. ენით აღუწერელი, საშინელი კვალი დატოვეს რუსებმა, ადამიანები დახოცილი ჰყავთ სარდაფებში, ხელებშეკრული, ადამიანები ქუჩაში ყრიან, ასეთი სისასტიკით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მგონი ფაშისტებიც კი არ მოქმედებდნენ”, – აცხადებს ნადიმ ხმალაძე. 

ცნობისთვის, გუშინ დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფი მებრძოლები დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.

იტვირთბა....