ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერა ამ სიტუაციაში არის სამაგალითო

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ომში მყოფ უკრაინას უცხადებს, სამაგალითოა იმ პირობებში, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ამის შესახებ პაპუაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, როდესაც პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის გაწვევაზეც საუბრობდა.

“ჩემი აზრით, უსამართლო არის ეს დამოკიდებულება. ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უკრაინას უცხადებს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, არის სამაგალითო, რადგან სხვა ქვეყნები არ არიან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვართ. მოლდოვაც დაახლოებით ჩვენს სიტუაციაშია და ისიც არ უერთდება სანქციებს. ყველა სხვა ქვეყანა, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ არიან NATO-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ანუ ის ქვეყნები, რომლებსაც გადაფარებული აქვთ ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა და რომლებსაც აქვთ ევროკავშირის დაცვის ქოლგა გადაფარებული საკუთარ ქვეყანაზე. ჩვენც არც ნატო გვიცავს, არც ევროკავშირი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ რეზოლუციის თანასპონსორები გაეროში, ვართ თანაავტორები განცხადებისა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომელმაც უნდა დაადგინოს ომის დამნაშავეები უკრაინაში ამ აგრესიის დროს. ამას ბევრი სახელმწიფო ვერ აკეთებს”, – აცხადებს პაპუავილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელში ვიზიტისას, დასავლელი პარტნიორებისგან სრული მხარდაჭერა მიიღო საქართველოს პოლიტიკამ უკრაინასთან მიმართებაში.

“მე მოვახერხე, NATO-ს შტაბ-ბინაში გენერალური მდივნის მოადგილესთან მქონოდა. რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე და მან სრული მხარდაჭერა დააფიქსირა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ხორციელებს. ის, რომ ჩვენ სრულად ვუდგავართ გვერდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს საერთაშორისო პლატფორმებზე, პოლიტიკური განაცხადების სახით და ჰუმანიტარული დახმარების სახით და მას ასევე სრულად ესმის ის ფრთხილი დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმისთვის, რომ არ შეიქმნას რისკი საქართველოს ჩართვისა სამხედრო კონფლიქტში რუსეთთან. იგივე პოზიცია არის ევროკავშირში ჩვენი პარტნიორებისგან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....