ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

Reuters: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში მარცვლეულის ექვსი საცავი დააზიანეს

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ოკუპანტებმა მარცვლეულის სულ მცირე ექვსი საცავი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. როგორც “როიტერს” წყარომ, ამერიკელმა ჩინოვნიკმა განუცხადა, რუსმა სამხედროებმა არაერთხელ შეუტიეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მარცვლეულის შესანახ ნაგებობებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური პირები მთელ მსოფლიოში შეშფოთებული არიან იმ შედეგებით, რაც საკვების გლობალურ მარაგებს მიადგება უკრაინაში, როგორც მსოფლიოში მარცვლეულის მეოთხე უმსხვილესი ექსპორტიორ ქვეყნაში რუსეთის შეჭრას.

“რუსეთის მიერ მარცვლეულის შესანახი ობიექტების ასეთი უგუნური განადგურება იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ არის მიმართული პუტინის ომი პირდაპირ მშვიდობიან მოსახლეობაზე და რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის ის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში”, – აცხადებს Reuters-ის წყარო.

მისივე თქმით, მარცვლეულის და სურსათის მარაგების განადგურებამ შესაძლოა, საკვების დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვიოს აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინული ხორბლის ექსპორტზე.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილის რისკების შესახებ გააფრთხილა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშიმ.

იტვირთბა....