გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში მსოფლიოს მასობრივი შიმშილის და სურსათის კრიზისის რისკების შესახებ აფრთხილებს. როგორც გუტერეში Twitter-ზე წერს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა მიწოდების ჯაჭვებში შეფერხება უკვე გამოიწვია.
“უკრაინაში ომი უკვე აფერხებს მიწოდების ჯაჭვს და იწვევს საწვავის, საკვებისა და ტრანსპორტის ფასების მკვეთრ ზრდას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია, რომ თავიდან ავიცილოთ შიმშილის ურაგანი და გლობალური კვების სისტემის კრახი”, – წერს ანტონიუ გუტერეში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.