თბილისში მდინარე მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა. ცხედარი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან “აფხაზეთთან” შენიშნეს. მყვინთავებმა და მაშველებმა მდინარიდან გარდაცვლილის ამოყვანა მოახერხეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.