ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

მაია ასათიანმა ახლა შეწუხებულმა დამირეკა: “ეს გადაცემა ეთერში არ უნდა გავიდეს”

 

ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი გიორგი დონაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. ის გადაცემა „პროფილს“ აკრიტიკებს, კონკრეტულად კი იმ გადაცემას, რომელიც ხუთშაბათს ეთერში უნდა გავიდეს და  რომლის ანონსიც უკვე ეკრანებზეა. ანონსის მიხედვით გადაცემა ბავშვებში სუიციდის შემთხვევებს შეეხება.

გიორგი დონაძის თქმით, მიუხედავად მცდელობისა, რომ „პროფილის“ ავტორს და წამყვანს მაია ასათიანს, გადაცემა ასეთ ფორმატში, როგორიცაა შემთხვევების განხილვა პირდაპირ ეთერში, გარდაცვლილის ახლობლების მოწვევა, თემის რომანტიზება და მომხდარის ცალსახად ერთ რომელიმე მიზეზზე დაყვანის მცდელობა, არ გაეკეთებინა, არ გაითვალისწინა.

დონაძე ამბობს, რომ მიუხედავად მცდელობისა, ასეთი საკითხებისადმი გაშუქების მანკიერი პრაქტიკა კვლავ გრძელდება, რაც გადაცემის ანონსშიც ჩანს.

“მოგესალმებით მეგობრებო! მიუხედავად მცდელობისა, რომ გადაცემა ,,პროფილს“ არ გაეკეთებინა ასეთ ფორმატში გადაცემა სუიციდის შემთხვევების გაშუქების თემაზე, როგორიცაა შემთხვევების განხილვა პირდაპირ ეთერში, გარდაცვლილის ახლობლების მოწვევა, თემის რომანტიზება და მომხდარის ცალსახად, ერთ რომელიმე მიზეზზე დაყვანის მცდელობა! ზემოთ თქმული კი დაკავშირებულია ქვემოთ მოყვანილ რისკებთან!

მიუხედავად ამისა, კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, რაც ნათლად ჩანს გადაცემის ანონსში!

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ვგმობთ ამ ფაქტს და ვთვლით, რომ ეს გადაცემა არ უნდა გავიდეს ეთერში!

რადგან ანონსშივე უკვე ნათლად ჩანს ქვემოთ აღნიშნული რისკების არ ცოდნის და შოუს გაკეთების მცდელობა, მანიპულირება ადამიანების ემოციებზე ისეთი თემებით, რომელიც თავისთვში შეიცავს ფატალურ რისკებს!

სუიციდის გაშუქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ამბის ღირებულების შეფასებისას, ჟურნალისტებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მათი შეტყობინება ძლიერ ზეგავლენას იქონიებს არამარმარტო გარდაცვლილის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, არამედ მკითხველებსა და აუდიტორიაზეც.

ევროპის დართ ცენტრმა ჟურნალიტებისთვის გამოსცა განახლებული და სრულყოფილი ბროშურა სუიციდის გაშუქების თემაზე. (სუიციდის გაშუქება, სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის; კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სკოლა; ფსიქოტრავმის საზოგადოება)

სადაც წერია და ეყრდნობა მტკიცებულებით კვლევებს: ,,გამოკვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ით მატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება.’’

აქვე გრძელდება: ,,მაგრამ ყველაფერი ასე ცალსახადაც არაა: სხვა კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ ფრთხილი, კვალიფიციური გაშუქება, პირიქით, დიდ როლს თამაშობს სუიციდის შემცირებაში და საზოგადოებას ეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნა გაიღრმავოს.’’

“გაწონასწორებული გაშუქება გულისხმობს სუიციდის გამომწვევი პოტენციური ფაქტორების სპექტრის გათვალისწინებას. თვითმკვლელობის მიზეზების დაკნინება და მათი დაყვანა მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ საბაბამდე, მაგალითად დამცირება/დაცინვა(bullying), გაკოტრება, ან შეყვარებულთან დაშორება – გავრცელებული შეცდომაა.’’

,,არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ერთი მიზეზი, მაგალითად დამცირება/ბულინგი ან სექსუალური ძლადობა გამხდარიყო გადამწყვეტი ფაქტორი სუიციდისთვის, თუმცა თვითმკვლელობის ასახსნელად, მხოლოდ ერთ რომელიმე მიზეზზე ყურადღების გამახვილება არ იქნება მართალი. სხვა ფაქტორებზე წაყრუება ცუდ სამსახურს უწევს მათ, ვინც სუიციდზე ფიქრობს, ამასთან ამგვარი გაშუქება შესაძლოა თვითმკვლელობის ირიბ წახალისებად იქცეს”- წერს დონაძე.

მოგვიანებით ის მეორე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მას მაია ასათიანი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მიუხედავად მრავალი თემის კვლევისა, ანონსში ის მომენტები გაიპარა, რაც არ უნდა ყოფილიყო.

„ახლახანს მაია ასათიანმა დამირეკა და ძალზედ შეწუხებული იყო, რომ მიუხედავად მრავალი თემის ირგვლის კვლევისა ანონსში გაიპარა ის მომენტები რაც არ უნდა ყოფილიყო წესით მე ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ესეთ თემებზე არ ვხუჭავთ თვალებს მედიას ვუთითებთ არა იმიტომ, რომ მათი მტრები ვართ, არამედ, რომ ისწავლონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ადეკვატური გაშუქება, რადგან არა სწორი გაშუქება ბევრ დანაკარგებთან არის პირდაპირ კავშირში! მადლობა მაის გამოხმაურებისათვის და შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზე. ასევე გადაცემა სანამ გავა დეტალების ამოღებაზე. ანონსი ასევე იქნება შეამციროთ ჩვენება, ვიცი რომ ამოღება ვერ მოხდებაო სამწუხაროთ. ისე ძალიან სამწუხაროა აქვე ავღნიშნავ, რომ ამის დაწერა მომიწია, რადგან აქამდეც მაის უთხრეს სპეციალისტებმა აზრი. მიუხედავად ამისა მადლობა, რომ დაინტერესდა ამ განცხადებით!“ – წერს დონაძე.

ასათიანი მოგვიანებით კომენტარებში წერს, რომ მან ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და ანონსსაც შეცვლის, თუ ეს საჭიროა: „მეგობრებო!ყველა რეკომენდაციას გავითვაისწინებთ და რა თქმა უნდა ანონსსაც შევცვლით,თუ ეს საჭიროა! მადლობა ყველას ასეთი ჩართულობისთვის! მზად ვართ თანამშრომლობისთვს ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

ასათიანი კომენტარებში გიორგი დონაძეს მიმართავს და სთხოვს, რომ მათი პირადი საუბრები არ გაასაჯაროოს, რადგან კონფიდენციუალური საუბრის საჯაროდ განხილვა სწორად არ მიაჩნია“

„გიორგი,თუ შეიძლება ჩვენს პირად საუბრებს ნუ ასაჯაროებთ, მე საქმეს სერიოზულად ვეკიდები, იმედი მაქვს თქვენც, კონფიდენციალური საუბრის აქ განხილვა არ მიმაჩნია სწორად.თუ შეიძლება ყველა ჩემს სატელეფონო საუბარს და იმას თუ რაზე შევთანხმდით აქ ნუ განიხილავთ!“ – წერს ასათიანი.

იტვირთბა....