ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ჯონსონს უკრაინაში “ძლიერი სასიკვდილო იარაღის” გაგზავნა სურს – მედია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს უკრაინაში ძლიერი სასიკვდილო იარაღის გაგზავნა სურს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ჯონსონი აღნიშნავს, ამის მიზეზია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა ახლო მომავალში შესაძლოა უკრაინაში ვითარება მკვეთრად გააუარესოს.

თავდაცვის შტაბის უფროსმა ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია, სადაც მან თქვა, რომ კონფლიქტი გადაიზარდა “უფრო ჩვეულებრივ ომში”, რადგან უკრაინა გადავიდა რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობიდან ტერიტორიების დაკავებასა და დაბრუნებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის, პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ საფრთხე კიევისთვის რჩება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები ქალაქიდან შორდებიან.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მტერი აგრძელებდა დაბომბვას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დონეცკის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის გარკვეულ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევის გარშემო სამხედრო აქტივობას შეამცირებს.

ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის განცხადება კიევის შემოგარენში სამხედრო აქტივობის შემცირების შესახებ შესაძლოა, ორი მიზეზით იყოს განპირობებული.

იტვირთბა....