ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ბრიტანული დაზვერვა წერს, რატომ განაცხადა რუსეთმა კიევის შემოგარენში სამხედრო აქტივობის შემცირებაზე

ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის განცხადება კიევის შემოგარენში სამხედრო აქტივობის შემცირების შესახებ შესაძლოა, ორი მიზეზით იყოს განპირობებული.

როგორც დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი, ეს შეიძლება იყოს მარცხვის აღიარება.

“ერთმანეთის მიყოლებით რუსეთის წარუმატებლობები და უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის შეტევამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხოლო მეორე მიზეზად ძალების სხვა სხვა მიმართულებებზე კონცენტრირება სახელდება.

“სრულებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა საკუთარი ძალები ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთით, დონეცკისა და ლუკანსკის ოლქებისკენ მიმართოს”, – წერს დაზვერვა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი კიევის შემოგარენში სამხედრო აქტივობებს შეამცირებდა, გუშინ, უკრაინის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ედოღანის მონაწილეობით გაიმართა.

ამავე შეხვედრის შემდეგ, უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, უსაფრთოების მყარი გარანტიების სანაცვლოდ გამოაცხადოს უბლოკო, არაბირთვული და ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი.

იტვირთბა....