ახალი ამბები

“რუსეთი კიევის გარშემო სამხედრო აქტივობას მკვეთრად შეამცირებს” – მოლაპარაკებები დასრულდა

რუსეთი უკრაინის გარკვეულ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევის გარშემო სამხედრო აქტივობას შეამცირებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია ასევე იუწყება, რომ სამხედრო აქტივობები შემცირდება ჩერნიგოვშიც.

“რუსული ძალები, როგორც ჩანს, შეჩერდნენ ამ მხარეში – ადრე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს რუსების უკან დახევა რამდენიმე პოზიციიდან”, – წერს მედია.

მისივე თქმით, კიევისთვის რუსეთი ისევ სერიოზულ საფრთხედ რჩება.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილოეთით ალყაში მოქცეული ქალაქი ჩერნიგოვი ისევ რუსული რაკეტების სამიზნეა.

ჩერნიგოვის მერის შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ იქ 400 მოსახლე დაიღუპა.

ცნობისთვის, დღეს თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შედგა.

იტვირთბა....