aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ჩერნობილის რადიოაქტიური ზონის დაუყოვნებლივი დემილიტარიზაცია მოხდეს” – უკრაინელი მაშველები

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინელი მაშველები ჩერნობილის დაუყოვნებლივ “დემილიტარიზაციას” ითხოვენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში გაეროს მისიის სპეციალური წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ და იქ არსებული ვითარება შეისწავლონ.

“ბიბისი” წერს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი მთავრობის მაღალჩინოსნებთან, ქვეყნის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ მოლაპარაკებებზე უკრაინაში იმყოფება.

როგორც გროსი აცხადებს, საკვანძო ადგილებში ავარიის რისკების თავიდან აცილების მიზნით ექსპერტების გაგზავნა აუცილებელია.

„სამხედრო კონფლიქტი უპრეცედენტო საფრთხის წინაშე აყენებს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს და სხვა ობიექტებს რადიოაქტიური მასალებით.

ჩვენ უნდა მივიღოთ სასწრაფო ზომები, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა უსაფრთხოდ და შეამცირონ ბირთვული ავარიის რისკი“, – ამბობს გროსი.

უკრაინული მედიის ცნობით, მაშველები მხარს უჭერენ მოთხოვნას დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გამორიცხვის ზონის დემილიტარიზაციისთვის და იქ გაეროს სპეციალური მისიის გასაგზავნად, რაც რუსული ჯარების მოქმედებას ხელს შეუშლის.

“საგანგებო სიტუაციების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკვირდება სიტუაციას, მაგრამ არსებობს საფუძველი იმის თქმის, რომ ასეთ პირობებში ჩერნობილის ტყეებში ნებისმიერ ხანძარს დიდი შანსი აქვს გადაიზარდოს მასშტაბურ სტიქიაში, რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

სიტუაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც დენთის კასრზე ჯდომა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა არა მხოლოდ პრობლემურია, არამედ სრულიად შეუძლებელია“, – დასძინეს მაშველებმა.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის დროს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების შესახებ რისკები წარმოიქმნა. მარტის დასაწყისში ცეცხლი ზაპოროჟიეას ატომურ სადგურზე რუსული დაბომბვის შემდეგ გაჩნდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსების დაბომბვის შედეგად ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს რამდენიმე ხნის მანძილზე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რაც საკმაოდ დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული.

იტვირთბა....