გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ არსებული თანამდებობა იყო ერთადერთი, როცა პერსონალურად ესხმოდნენ თავს:
“პენსიაზე გავდივარ. ერთმა მეგობარმა მომწერა, მორიგი საქმე გელოდება თუ ბოლოსდაბოლოს თავისუფალი ხარ? ჩემი პასუხი იყო – ბოლოსდაბოლოს თავისუფალი ვარ. საგარეო საქმეთა სამინისტროში 40 წელი ვიყავი” – აცხადებს პეტერ ფიშერი.
რადიო თავისუფლება: თუ საქართველომ დაგღალათ?
პეტერ ფიშერი: არა, არა, თითოეულ თანამდებობას თავისებური გამოწვევები ახლდა. ვიტყოდი, ეს იყო ერთადერთი თანამდებობა, როცა პერსონალურად მესხმოდნენ თავს. ჩემს მთავრობასა და ჩემი ქვეყნის პოლიტიკას კი არ აკრიტიკებდნენ, არამედ აცხადებდნენ, რომ მე ვარ პრობლემა, მაგრამ არა უშავს. პირადულად არ ვიღებ.

