“ადამიანებს რომლებსაც იდეოლოგია არ გააჩნიათ და დემოკრატიული ღირებულებებისგან შორს არიან სხვა არაფერი შეუძლიათ, თუ არა კერპების ერთგულება. საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყნის ნორმალური დემოკრატიული განვითარება. იმ შემთხვევაში თუ ოცნება ვერ მოახერხებს იყოს დემოკრატიული და ჰქონდეს შიდა პარტიული წესრიგი, ის დამარცხდება. საქართველოს მოსახლეობის დღის წესრიგი სხვაა და თუ ამ დღის წესრიგს რომელიმე პოლიტიკური ძალა მხარს ვერ აუბამს, ის უბრალოდ წაგებული იქნება. მე ვფიქრობ, რომ ოცნება ჩამორჩება. როდესაც ფიქრობ, რომ ლიდერი ყოველთვის მართალია ეს არასწორია. ბევრი მღვრიე წყალში ძაან კომფორტულად არის. წესრიგი არ არის სათანადო. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ საქციელისთვის მოეთხოვება. მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს. არ შეიძლება მუდამ ცუდ დღეში იყოს ჩვეულებრივი ადამიანი და კარგად იყოს ის, ვინც გაურკვეველი მანქანებით ხვდება პარლამენტში,” – აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი ასევე ამბობს, რომ პარტიაში საბჭოთა იდეოლოგია არსებობს, რაც მისთვის მიუღებელია. – ასეთი განცხადება გააკეთა “რუსთავი 2“–თან საუბრის დროს ქართული ოცნების ყოფილმა ლიდერმა არმაზ ახვლედიანმა.