ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

პოდოლიაკი: რაც უფრო დაგვიანდება ეს, მით უფრო სავარაუდოა მსოფლიო ომის დაწყება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რაც უფრო დააგვიანებს მსოფლიო რუსულ რესურსებზე უარის თქმას, მით უფრო რეალური გახდება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე.

“რუსულ ნახშირწყალბადებზე უარის თქმა, გლობალური კომპანიებისთვის რუსული ბაზრების დახურვა, სავიზო შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რუსული მარცვლეულის ჩანაცვლება, ევროპაში რუსული ლობისტებისა და მედიის სრული აკრძალვა – ეს ყველაფერი დროის საკითხია. რაც უფრო გვიან გაკეთდება, მით უფრო სავარაუდოა მსოფლიო ომი და არა მხოლოდ უკრაინაში“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

იტვირთბა....