სირიაში წასული “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანებულ ხვიჩა გობაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გობაძის მეუღლე სალი ქათამაძე წერს.
ის თავისი ქმრის სურათს აქვეყნებს და წერს: “საუკუნოდ მემახსოვრები და მეყვარები სულ ყველაზე მეტად ! ჩემი ერთადერთი და ჩემი ყველაფერი შენ იყავი, ხარ და იქნები ! დაველოდები იმ დღეს როცა სამოთხეში შეგხვდები და გადაგეხვევი ! ძალიან ძალიან მიყვარხარ მეც და ჩვენს პატარასაც!”
მოგვიანებით ქათამაძე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:
“ტკივილს, რომელიც შენი წასვლით დამიტოვე ვერავინ და ვერაფერი გამინელებს და სიყვარულს, რომელიც შენს მიმართ მაქვს ვერავინ შემიცვლის, ისევე წამოვიღებ ჩემს სიყვარულს შენთან, როგორც შენ წაიღე ჩემი…ინ შაა ალლაჰ სამოთხეში შევხვდებით ერთმანეთს, იქ სადაც ვიცი მელოდები!”- წერს ქათამაძე.
სუსში გობაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.