ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი შოიგუს გაუჩინარებაზე: იქნებ პირადად ისურვა ჩერნობაევკას მონახულება

უკრაინის პრეზიდენტი, ვილოდიმერ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუ საჯარო სივრციდან გაუჩინარებას გამოეხმაურა.

მან ხუმრობით საკუთარი ვარაუდი გამოთქვა, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი:

“ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სადღაც გაქრა. საინტერესოა, იქნებ მასაც მოუნდა პირადად სწვეოდა ჩერნობაევკს?”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრიანის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ შოიგუს ინფარქტი დაემართა და ეს გახდა საჯარო სივრციდან მისი გაუჩინარების მიზეზი.

რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ 23 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც შოიგუ საჯაროდ არ ჩნდებოდა.

24 მარტს ჟურნალისტებმა მის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერს, დმიტრი პესკოვს ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მინისტრს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” გამო ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს და მედიით აქტიურობისთვის არ სცალია.

იტვირთბა....