უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა და ამიტომ არ ჩნდება პუბლიკის წინაშე.
მისი ინფორმაციით, შოიგუ ახლა ჰოსპიტალში იმყოფება და რეაბილიტაციას გადის.
“შოიგუს ინფარქტი აქვს. ამიტომ არ ჩნდება პუბლიკის წინაშე მარტის შუა რიცხვებიდან. მას ინფარქტი პუტინის მხრიდან სასტიკი ზეწოლის შედეგად დაემართა, რაც უკრაინაში განცდილ სრულ მარცხს უკავშირდება. ახლა ის რეაბილიტაციის კურსს ბურდენკოს სახელიბის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში საავადმყოფოში გადის”, წერს გერაშენკო ”ტელეგრამზე”. ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერს, დმიტრი პესკოვს მისი გაუჩინარების შესახებ ჟურნალისტებმა 24 მარტს ჰკითხეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური ოპერაციის გამო, მას ძალაინ ბევრი საზრუნავი აქვს და მედიისთვის დრო აღარ რჩება. ცნობისთვის, 23 მარტს რუსულ პრესაში დაიწერა, რომ შოიგუ, რომელიც მანამდე მედიასთან აქტიურობით გამოირჩეოდა, 11 მარტის შემდეგ პუბლიკის წინაშე აღარ ჩნდებოდა.