ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

მედვედევი საუბრობს, როდემდე გაგრძელდება უკრაინაში ომი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში ე.წ. “სპეცოპერაცია” გეგმის მიხედვით მიდის და მანამ არ დასრულდება, სანამ ქვეყანა დასახულ მიზნებს არ მიაღწევს.
როგორც მედვედევმა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა, მათი ერთ-ერთი მიზანია, უკრაინა “ნორმალური მეზობელი გახდეს” რუსეთისთვის.
“რუსეთმა უკრაინაში “სპეცოპერაცია” იმიტომ დაიწყო, რომ იმ მიზნების მიღწევა, რომლებიც მოსკოვს ჰქონდა, დიპლომატიური გზით ვერ მოხერხდა. “ოპერაციის” მიმდინარეობას და მისი განხორციელების გეგმებს ადგენს უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტია. მან თავისი შეფასებაც გააკეთა – “ოპერაცია” გეგმის მიხედვით მიდის. მისი მიზანი უკრაინის მომავალს უკავშირდება: უკრაინის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს, იმას, რომ სახელმწიფო არ გაატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, არ იქნება მილიტარიზებული და იქნება ჩვენი ქვეყნის “ნორმალური მეზობელი”. ამ მიზნების მიღწევამდე, “სპეცოპერაცია” არ დასრულდება “, – აცხადებს მედვედევი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში უკვე ერთი თვეა, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

 

 

იტვირთბა....