ევროპის კავშირის წევრმა ქვეყნებმა სპეციალური ფონდის შემქმნის პირობა დადეს, რომელიც ომით დაზარალებული უკრაინის აღდგენას ისახავს მიზნად.
ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ქვეყნის მთავრობას გადაუდებელი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიმართულებით, ხოლო ომის შემდეგ, ხელი შეუწყოს უკრიანის აღდგენას.
“რუსული სამხედრო აგრესის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ქვეყნის მთავრობას სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ასევე, ომის შემდეგ დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნის მიზნით, საჭირო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამასთან, ევროპის კავშირი საერთაშორისო კონფერენციის დროულად ოგანიზების მოწოდებით გამოდის, რომლის მიზანიც უკრაინის დასახმარებლად საერთაშორისო ფონდების მოზიდვა იქნება.