ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვინმე რომ მოვკლა, ხმებს მაინც არ დავკარგავ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დაიკვეხნა, რომ მისი საპრეზიდენტო კამპანიის მიმართ მხარდაჭერა მაშინაც კი არ შეიცვლება, თუ ის ხალხმრავალ ქუჩაზე ვიღაცას ესვრის.
“მეხუთე ავენიუს შუაში რომ დავდგე და ვინმე მოვკლა, ხმებს მაინც არ დავკარგავ” – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას.
ამის შესახებ CNN წერს და იტყობინება, რომ გამოსვლის შემდეგ მათ სთხოვეს ტრამპს განემარტა თავისი კომენტარი, მაგრამ ტრამპმა ამ შეკითხვას თავი აარიდა.
რესპუბლიკური პარტიის ყველაზე პოპულარულმა კანდიდატმა ხაზი გაუსვა თავისი მხარდამჭერების ერთგულებას, რომელთაგან ბევრი მათგანი რეპორტიორებს და გამომკითხველებს ეუბნება, რომ თითქმის ვერაფერი შეუცვლით აზრს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ტრამპს მისცენ.

იტვირთბა....