[su_quote]ათობით წლის განმავლობაში რუსეთმა საკმაოდ დიდი სამხედრო რესურსები დააგროვა – ტექნიკა, ავიაბომბები და რაკეტები. ისინი წარმოუდგენელ თანხებს დებდნენ სიკვდილში, მანამ დანარჩენი მსოფლიო სიცოცხლეში ახორციელებდა ინვესტიციებს. ჩვენ ტანკები გთხოვეთ, რომ ჩვენი იმ ქალაქების განბლოკვა შევძლოთ, სადაც რუსეთს ასობით ათასი ადამიანი ჰყავს ტყვედ აყვანილი. სულ მცირე 20 ათასი ტანკი გყავთ, უკრაინამ მხოლოდ მათი ერთი პროცენტი გთხოვათ, რომ ან მოგეცათ, ან მოგეყიდათ, მაგრამ თქვენ გარკვევით არ გიპასუხიათ[/su_quote]
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ NATO-ს საგანგებო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ალიანსის წევრებს მიმართა.