ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინთან კონტრაქტი ოფიციალურად შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაცია ყაზანურმა კლუბმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
“საფეხბურთო კლუბმა “რუბინმა” ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტა.
ფეხბურთელის წარმომადგენლებს კლუბთან კონსულტაციები ჰქონდათ, რის შემდეგაც შრომითი ხელშეკრულების შეჩერებაზე ორმხრივი შეთანხმება მიღწეულ იქნა.
მადლობა ხვიჩას რუბინში გატარებული დროისთვის და წარმატებებს გისურვებთ!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.