გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომელიც ოფიციალური კიევისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. საქმე ეხება თანამგზავრიდან მიღებულ მონაცემებს, კერძოდ, სატელიტურ სურათებს.
“ბლუმბერგის” ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ უკვე ინფორმირებული არიან ევროპის კავშირის ელჩები.
არსებული ინფორმაციით, შეთანხმება ერთწლიან პერიოდს მოიცავს, თუმცა, არსებობს მისი გახანგრძლივების შესაძლებლობაც.