ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლავროვი განმარტავს, რამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის და NATO-ს კონფრონტაცია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი პოლონეთის განცხადებებს ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას თავის დასაცავად მშვიდობისმყოფელების გაგზავნით უნდა დაეხმაროს.

გამოცემა Reuters ცნობით, ლავროვმა ამასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნამ შესაძლოა, რუსეთსა და NATO-ს შორის კონფრონტაცია გამოიწვიოს.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქვეყანა 24 მარტს, NATO-ს სამიტზე უკრაინაში ალიანსის მშვიდობისმყოფელთა მისიის გაგზავნის შესახებ წინადადებას დააყენებს.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....