პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყანა NATO-ს სამიტზე უკრაინაში ალიანსის მშვიდობისმყოფელთა მისიის გაგზავნის შესახებ წინადადებას დააყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია პოლონურ ვებ-გვერდზე kronika24 დაყრდნობით ავრცელებს.
“პრეზიდენტი ანჯეი დუდა ბრიუსელში დაესწრება NATO-ს სამიტს, რომელზეც ხელისუფლებასთან ერთად, წამოაყენებს წინადადებას უკრაინაში მშვიდობისმყოფელთა მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით”, – წერია ინფორმაციაში.
ნატო-ს სამიტი 24 მარტს გაიმართება.