ახალი ამბები მერია მთავარი პოლიტიკა

კახაძე: ჟურნალისტიკაში იანტროგენიას კონსტიტუციურად დასაშვები ნომრებით უნდა ვებრძოლოთ

[su_quote]5 ივლისი ეს ისეთი ლაქაა საზოგადოებაზე, პირდაპირ ვამბობ, ეს არ არის გასამიჯნი ცალკე სახელმწიფოზე. ის ადამიანი, რომელსაც ერთხელ თავში გადაუბრუნდა, რომ ჟურნალისტზე ხელი აწიოს, ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა. მაგას როგორ წარმოვიდგენდი?! რამდენი რამ გავიარეთ, დაპირისპირებების კვინტენსეციები გავიარეთ, სამოქალაქო ომი გავიარეთ და ჟურნალისტი იყო ხელშეუხებელი. იყო ლაქები, რომ ტყვიებს ესროდნენ კი ეს მოხდა, მაგრამ ეს იყო დარბევების დროს, თორემ ჟურნალისტი იყო და ბეიჯი ეკეთა, კი რამდენიმე შემთხვევა იყო დაიბეჭდა კიდეც, დამიზნებით სროლა, რაღაცები, მაგრამ ასეთი, რომ მოსახლეს ხელი აღემართოს ჟურნალისტის მიმართ, ასეთი ჩემს ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა. ეს მარტო მმართველობის პრობლემა არაა, ეს საზოგადოების პრობლემაა. ჟურნალისტს ხელი არ მოკიდოთ არავინ, ეს არის დანაშაული. ჟურნალისტი ეს არის სარკე, ანარეკლია რაც საზოგადოებაში ხდება. ჟურნალისტი თუ მიდის ამ საქმეზე და პოლიტიკურ ფულს იღებს, კაცმა არ იცის როგორია ის ფული, სისხლიანია, უბედურებაზე ნაშოვნი ფულია… ომის იდეოლოგები რა არიან, ჟურნალისტები არ არიან?! რუსული ჟურნალისტიკა მთლიანად სისხლიანი ჟურნალისტიკაა და თუ იქ რეჟიმის მხარდაჭერა დასჯადია, ჩვენთანაც უნდა იყოს დასჯადი, მორალურად, რა თქმა უნდა. დანარჩენი ცილისწამება, ახლა კანონი უნდა შემოვიდეს და აუცილებლად უნდა იყოს რეგულირების ფორმა. ადამიანი შეიძლება, ცილისწამების შემდეგ გარდაიცვალოს და ბევრია ასეთი შემთხვევა. სამედიცინო საბჭოს სხდომა იყო და იქ ვთქვი იანტროგენულ დაავადებაზე, ექიმის სიტყვით დაავადება, იანტროგენიზმი ქვია. წარმოიდგინე ჟურნალისტები, ეს სიტყვის ოსტატები, თუ სიტყვის მეშვეობით დაავადებას დააპირებენ, ეს ისეთი დიდი დაავადებაა, ეს ისეთი დიდი დაავადებაა, რომელიც ტვინიდან არ წაიშლება. ამიტომ, თუ მედიცინაში იანტროგენიას უნდა ვებრძოლოთ, ასევე ჟურნალისტიკაში იანტროგენიას უნდა ვებრძოლოთ კონსტიტუციურად დასაშვები ნომრებით[/su_quote]

განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ “მეტრონომთან” საუბრისას. დღეს, 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღეა.

იტვირთბა....