ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში ომის გამო სახლი 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა – გაერო

უკრაინაში ომის გამო სახლი 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილებთან დაკავშირებულ საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ავრცელებს.

“ომი უკრაინაში იმდენად დამანგრეველია, რომ 10 მილიონ ადამიანს გაქცევა მოუწია – ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ ლტოლვილად” , – წერს გრანდი Twitter-ზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის მზად არის.

იტვირთბა....