ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

განაწყენებული ვარ, რადგან მოგზაურობა მიყვარს – პესკოვის შვილი სანქციებზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შვილი, ელიზაბეტა პესკოვა აცხადებს, რომ მისთვის დაწესებული სანქციების გამო განაწყენებულია, რადგან მოგზაურობა უყვარს.

აღნიშნულის შესახებ მან უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

პესკოვას თქმით, მისი და მისი ძმის მიმართ დაწესებული სანქციები სრულიად უსაფუძვლო და უსამართლოა.

„ეს მე აბსოლუტურად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მეჩვენება. მე გამიკვირდა, რადგან უცნაურია დაუწესო სანქციები ადამიანს, ვინც 24 წლისაა და სიტუაციასთან არანაირი კავშირი აქვს. განაწყენებული ვარ, რადგან მიყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა კულტურის გაცნობა…მე მსოფლიო მოქალაქე ვარ და ამას ვერაფერი შეცვლის“, – განაცხადა ელიზაბეტამ.

პესკოვის შვილმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ სრულიად მსოფლიოში მშვიდობის მომხრეა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პესკოვსა და მის ოჯახს სანქციები 11 მარტს დაუწესა.

 

იტვირთბა....