ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

14 000 სამხედრო, 466 ტანკი, 115 ვერტმფრენი – როგორია რუსეთის დანაკარგები ომის 24-ე დღეს

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ცნობით, 24 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით, რუსულმა მხარემ დაახლოებით 14 000 სამხედრო დაკარგა. ამასთან, უკრაინულმა მხარემ 466 ტანკი, 1470 საბრძოლო ბრონირებული მანქანა, 213 საარტილერიო სისტემა, 72 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 44 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 95 თვითმფრინავი და 115 ვერტმფრენი გაანადგურა.

ამას გარდა, უკრაინული მხარის ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტებმა 914 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, სამი ხომალდი, საწვავით და საპოხი საშუალებით დატვირთული 60 ცისტერნა, 17 უპილოტო საფრენი აპარატი და 11 ერთეული სპეცტექნიკა დაკარგა.

“მონაცემები ზუსტდება. გამოთვლებს მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები ართულებს”, – აღნიშნულია Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....