ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლუკაშენკო: პუტინი უკრაინას სთავაზობს გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინას სთავაზობს გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია. ამის შესახებ, Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ლუკაშენკომ ერთ-ერთ იაპონურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

“უკრაინას არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ის არ უნდა ემუქრებოდეს რუსეთს, უკრაინაში მცხოვრებ ხალხს არ უნდა უკრძალავდეს რომელიმე ენაზე ლაპარაკს. პუტინი ზელენსკის მოლაპარაკების სრულიად მისაღებ ვარიანტს სთავაზობს”, – აღნიშნავს ლუკაშენკო და დასძენს, რომ რუსეთი ამ ომში არ წააგებს.

ამავე ინტერვიუში, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბელარუსი უკრაინას თავს არ ესხმის – “ჩვენ თავს არ ვესხმით უკრაინას, არ ვბომბავთ უკრაინას, არავინ არ გვთხოვს ამის გაკეთებას”.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....