ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 872 შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 18 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 872 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 18 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა  913 პაციენტი. 

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამავე პერიოდში კვლევა ტესტით 18 331 პირს ჩაუტარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,76 პროცენტია.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 920 ადამიანი იმყოფება. 

ქვეყანაში სულ აცრილია 2 839 891, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 1 395-ია. 

იტვირთბა....