რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ახალი ფსევდო ორგანო, “ხსნის კომიტეტი მშვიდობისა და წესრიგისთვის” დააარსეს. არასამთავრობო გაერთიანება “საინფორმაციო წინააღმდეგობის” ცნობით, ე.წ. კომიტეტის შემადგენლობაში ადგილობრივი პრორუსი პოლიტიკოსები და აქტივისტები ერთიანდებიან.
არსებული ინფორმაციით, მათ უკვე ჩაატარეს ე.წ. სხდომა, რომელზეც რუსეთთან “ურთიერთობის მოგვარების” საკითხები განიხილეს.
არასამთავრობო გაერთიანება Информсопротивлении-ის ინფორმაციით, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა უკვე დაიწყეს ამ “კომიტეტის” პოპულარიზება.
“კარგია, რომ ქალაქში არის ნამდვილი მმართველობა, არიან ჭეშმარიტი აქტივისტები და მოხალისეები, რომლებიც ყოველდღიურად უმტკიცებენ მსოფლიოს, რომ ხერსონი უკრაინაა”, – წერს Информсопротивлении.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის გამოსაცხადებლად რეფერენდუმს ამზადებდნენ, თუმცა, მათ საოლქო საბჭოს დეპუტატებისგან ხმები ვერ შეაგროვეს.
საოკუპაციო ჯარებმა 2 მარტს განაცხადეს ქალაქის აღების შესახებ.