ჯანდაცვა

გამოვლინდა პროდუქტების სია, რომლებიც წონის კლებას იწვევენ

 

1, მჭლე ხორცი – ამგვარ ხორცის გადამუშავებისთვის ორგანიზმი დამატებით კალორიას მოიხმარს. ანუ, არათუ მჭლე ხორცით მიღებული კალორიები რჩება ორგანიზმში, სხვა, უკვე არსებული კალორიებიც იწვება.

2, უცხიმო რძის პროდუქტები – მათ, ვისაც საკვები რაციონი ყველის გარეშე ვერ წარმოუდგენია, ეს აღმოჩენა ძალიან გაახარებს: უცხიმო რძის პროდუქტები, მათ შორის უცხიმო ყველი კალორიების წვას უწყობს ხელს.

3, ოსპი – ეს პროდუქტი მეტაბოლიზმს უწყობს ხელს, ორგანიზმს კი რკინით ამდიდრებს. დიეტოლოგების ინფორმაციით, რკინის ნაკლებობა ორგანიზმში მეტაბოლიზმის დარღვევას იწვევს, რაც წონის მატების პირდაპირპროპორციულია.

4, მთელი მარცვლები – როცა საკვებად მთელ მარცვლებს იღებთ, და არა გადამუშავებულ პროდუქტს, ანუ როცა თქვენ მიირთმევთ ხორბლის ფაფას და არა ხორბლისგან დამზადებული ფქვილის ნაწარმს, ორგანიზმი ყველაზე მეტ კალორიას წვამს. შვრია, ხორბალი-ეს მცირე ჩამონათვალია მთელი მარცვლების, რომელთა რაციონში ჩართვაც წონის კლებას ხელს უწყობს.

5, წიწაკა – ვისაც ცხარე საკვები უყვარს, მათთვის სიურპრიზი გვაქვს – წიწაკა ეხმარება ორგანიზმს კალორიები დაწვაში. ასე რომ თამამად გამოიყენეთ ეს პროდუქტი საკვებ რაციონში, თუმცა ზომიერების დაცვა ყველგან მნიშვნელოვანია.

იტვირთბა....